პროექტის მიზნები
|
მოსწავლეებში მოხდება მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება, თანატოლებს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს, გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის უნარები, აუმაღლდებათ მოტივაცია, ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოძიების,დასწავლისა და ორგანიზების უნარი
|
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ფოტო კამერა, ვიდეო კამერა, კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, პრინტერი, აუდიო ჩამწერი, ტრანსპორტი, მშობლები, პირველადი მოხმარების მედიკმანტები
|
პროექტის მსვლელობა
|
ერთი კვირით ადრე
მოსწავლეებისთვის პროექტის თემისა და მიზნების გაცნობა, ექსკურსია ძველ აბაშაში, ძველი აბაშის კ. გამსახურდიას სახელობის საჯარო სკოლის თანატოლებთან შეხვედრა/დამეგობრება. ჯგუფების ორგანიზება და დავალებების განაწილება. ასევე სხვა ორგანიზაციული საკითხების გაცნობა (ტრანსპორტი, კვება, მუზეუმის მუშაობის განრიგის დადგენა და სხვა)
მაპროვოცირებელი კითხვების დასმა წინარე ცოდნის შემოწმების მიზნით: არიან თუ არა ძველ აბაშაში ნამყოფი.?
სმენიათ თუ არა კ. გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის შესახებ
იციან თუ არა როდის იმართება კონსტანტინეობა
რა ღვაწლი მიუძღვის კლასიკოს მწერალს ერის წინაშე
პირველი კვირა
ინფრომაციის მოძიება
ჯგუფი - ძველი აბაშის გეოგრაფიული მდებარეობა
ჯგუფი - ძველი აბაშის დაარსების ისტორია
ჯგუფი - შეხვედრა ძველი აბაშის საზოგადოების წარმომადგენლებთან და მწერლის შესახებ ხალხში არსებული ინფორმაციის მოძიება
ჯგუფი - კ. გამსახურდიას მემორიალურ მუზეუმში ადგილობრივი საჯარო სკოლის თანატოლებთან ერთად კოლექციების (მემორიალური ნივთები, ფოტო და დოკუმენტური მასალები, ნაწარმოების ხელნაწერთა ასლები) დათვალიერება და მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთობლივი შეგროვება
ჯგუფი - გამოიკვლიონ მიზეზები, რომლებიც ხელს შეუშლის ამ პრობლემების მოგვარებას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას
მეორე კვირა
ჯგუფებისათვის მიცემული დავალებების სიღრმისეული მოკვლევა
მოსწავლეები მოიძიებენ სოფლის ისტორიას, რატომ დაერქვა ძველი აბაშა, ასევე როგორია ამ სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა და რა ინფორმაციაა ამასთან დაკავშირებით ხალხში შემონახული, შეაგროვებენ მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ მასალებს
მესამე კვირა
პროექტის მონაწილეები მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით გამოიყენებენ ინტერნეტს, შეადარებენ საკუთარ და ხალხში მოძიებულ ინფორმაციებს ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციასთან, დაახარისხებენ, გაანალიზებენ, გააკეთებენ დასკვნებს
მეოთხე კვირა
შეჯამება/გამთლიანება
მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას შეაჯამებენ, გააკეთებენ პრეზენტაციას, შექმნიან სლაიდშოუს, ილუსტრირებულ ალბომს, მოაწყობენ საკუთარი ნამუშევრების გამოფენას, ასევე შექმნიან ბლოგს.
|
No comments:
Post a Comment