-
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანი?!“
ფუჭად ჩავლილი ცხოვრების დასაწყისი (1-2 თავი)
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო,მე-7 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მხატვრულ ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება/განმტკიცება.საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.ლიტერატურულ ტექსტში ასახული შინაარსისადმი მოსწავლეთა გაცნობიერებული კრიტიკული მიმართებითი დამოკიდებულება.ზეპირი მეტყველების კულტურის დახვეწა
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
|
წინასწარი ცოდნა
|
,,კაცია -ადამიანი“-1-ლი თავი :მოსწავლემ იცის ტექსტზე მუშაობის ხერხები;
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ;
მოსწავლე გამოყოფს მთავარ გმირებს და ახასიათებს მათ;
შეუძლია ნაშრომის პრეზენტაცია;
შეუძლია ჯგუფებში მუშაობა;როლური თამაში;იცავს მართლმეტყველების წესებს;
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმავითარებელი ,განმსაზღვრელი;
შეფასების რუბრიკების მეშვეობით,ზეპირი, ეფექტური უკუკავშირით
|
სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,ფერადი ფურცლები,სტიკერები,მარკერები,პროექტორი,,,ფლიპჩარტი“,
თვალსაჩინოება,კოგნიტური სქემა;
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა(გამოწვევა)
I აქტივობა (მასწავლებელი-კლასი)
მიზანი: გაკვეთილის თემის გაცნობა, კლასის ორგანიზება, მინი ლექცია;
აღწერა: განწყობის შექმნის მიზნით რთავს მუსიკას ,,ჩემო კარგო ქვეყანავ“;
კლასს ყოფს სამ ჯგუფად სამი განსხვავებული ფერის ფურცლის არჩევის პრინციპით. აცნობს კლასს გაკვეთილის თემასა და მიზნებს, მოკლედ საუბრობს იმ ეპოქაზე, რომელმაც ილიას ეს ნაწარმოები დააწერინა. ასევე მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს სათაურის ორაზროვნებაზე, სვამს კითხვას არის თუ არა ყველა კაცი ადამიანი?რომელსაც გაკვეთილის ბოლოს უნდა გაეცეს პასუხი.
II აქტივობა (წერითი საშინაო დავალების გამოკითხვა)
მიზანი: წინარე ცოდნისა და ახალი მასალის დაკავშირება
აღწერა: მოსწავლეები წაიკითხავენ სახლში დამუშავებულ თხზულებას ,,ჩემი კარ-მიდამო სოფლად“, მასწავლებელი სვამს კითხვებს და მოსწავლეთა მიერ გაცემული პასუხების საშუალებით მოხდება ლურსაბის სახლ-კარისა და მოსწავლის მიერ აღწერილი კარ-მიდამოს შედარება. ბოლოს მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას რა იყო ლუარსაბის სახლ-კარის უბადრუკობის მიზეზი.
B ფაზა - (ცოდნის კონსტრუირება)
III აქტივობა - (ვიდეორესურსი)slide
მიზანი: სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა
აღწერა: მოსწავლეები ნახავენ ნაწყვეტს ფილმიდან ,,კაცია-ადამიანი?!“, კარგად გაიაზრებენ ლუარსაბის მონოლოგს, მის შეხედულებას სწავლა-განათლების შესახებ, უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს, ამოიცნობენ ლუარსაბის ახალ თვისებას და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს თუ რა არის ამ თვისების მკვებავი წყარო.
IV აქტივობა - (გონებრივი იერიში)
მიზანი: კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება
აღწერა: კითხვა-პასუხის საშუალებით მოსწავლეები ისაუბრებენ ,,ორთა უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრებაზე“, კერძოდ:
ლუარსაბის გარეგნობაზე, სულიერ თვისებებზე, დარეჯანის განსხვავებულ თვისებებზე, მათი ცხოვრების წესზე, პერსონაჟთა მიმართ ავტორის დამოკიდებულებაზე. ბოლოს მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას თუ როგორი ბატონები იყვნენ ლუარსაბი და დარეჯანი.
V აქტივობა - (როლური თამაში)
მიზანი: შემოქმედებითი უნარის განვითარება, სასწავლო პროცესში მაქსიმალური ჩართვა და მოტივაციის ამაღლება
აღწერა: მოსწავლეები გაითამაშებენ ,,ბუზების თვლის“ ეპიზოდს. მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს 2 მოსწავლეს, რომლებსაც შეეძლებათ საკუთარი თავი გააიგივონ ეპიზოდის მთავარ პერსონაჟებთან, ასევე შეეძლებათ ავტორის წყაროს ძირითადი შინაარსის გადმოცემა, საკუთარი ინტერპრეტაციის, დამოკიდებულების გამოხატვა. ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ გამოთქვან მოსაზრება თუ რატომ ჩართო ეს ეპიზოდი მწერალმა პერსონაჟთა ცხოვრებაში.
VI აქტივობა - (ჯგუფური მუშაობა)
მიზანი: მნიშვნელოვანი ინფორმაციის დანაწევრებისა და ორგანიზების უნარის განმტკიცება, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება
აღწერა: ჯგუფებს მიეცემათ მითითება, გაიხსენონ მნიშვნელოვანი მონაკვეთები ტექსტიდან და მოიძიონ მთავარ პერსონაჟთა მსგავსი და განმასხვავებელი თვისებები.
ბოლოს ყველა ჯგუფი წარადგენს თავის ვარაუდს კლასის წინაშე. თითო ჯგუფიდან თითო მოსწავლე გამოდის დაფასთან და ფლიპჩარტზე მოცემული ვენის დიაგრამაზე წარმოადგენს ჯგუფური მუშაობის პროდუქტს.
თითოეული ჯგუფი მასწავლებლისგან მიიღებს ზეპირ ეფექტურ უკუკავშირს.
VII აქტივობა - (ჯგუფური მუშაობა)
მიზანი: საკითხის სიღრმისეული წვდომა, კომუნიკაციისა და სოციალური უნარ-ჩვევის განვითარება
აღწერა: ჯგუფებს მიეცემათ მითითება გამოიყენონ სახელმძღვანელო და გააკეთონ ტექსტის (1-2 თავი) ენობრივ-მხატვრული ანალიზი.
ბოლოს თითო ჯგუფიდან თითო მოსწავლე გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას და ისაუბრებს მის დანიშნულებაზე. გაკეთდება დასკვნა-როგორ აღწევდა ილია ნაწარმოებში ძარღვიან თხრობას, როგორ ქმნიდა სასაცილო ეფექტს.
C ფაზა - (რეფლექსია)
VIII აქტივობა - (გაკვეთილის შეჯამება)
მიზანი: მწერლის სათქმელის ამოცნობა
აღწერა: გაკვეთილის მსვლელობაში მოქმედ გმირებზე წარმოებული დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეები გაიხსენებენ იმ ადამიანურ ნაკლოვანებებს, რომელიც შენიშნეს თათქარიძეებში.
იმსჯელებენ ამ თვისებების მატარებელ ადამიანს შეიძლება თუ არა ვუწოდოთ კაცი, ადამიანი?! და გაკვეთილის დასაწყისში ღიად დარჩენილ კითხვას გასცემენ პასუხს; არის თუ არა ყველა ადამიანი, ადამიანი?, რა არის ადამიანის დანიშნულება, მოვალეობა, როგორ ესმით თათქარიძეობა (არიან თუ არა თათქარიძეები დღეს?), ვის შეიძლება ერქვას ადამიანი?.
IX აქტივობა - (საშინაო დავალების მიცემა)
მიზანი: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება
აღწერა: საშინაო დავალების მისაცემად მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მოსამზადებელ კითხვას. რა არის სამშობლო ლუარსაბის აზრით?
ა) ენა
ბ) მამული
გ) სარწმუნოება
დ) ჭამა
მიეცემათ მითითება დაწერონ ესე - ,,ცხოვრება ჭამისთვის, თუ ჭამა ცხოვრებისთვის“
|
Mardi Gras Casino Resort & Spa, Atlantic City - JSM
ReplyDeleteMardi 의왕 출장샵 Gras Casino Resort & Spa 출장샵 is a Native American Casino Resort in 김천 출장샵 Atlantic City, New Jersey, owned by Vici 고양 출장마사지 Properties and 춘천 출장샵 operated by